Аутсорсинг мер по AML для эффективного управления бизнесом.

კომპანიებს (განსაკუთრებით VASP-ებსა და ფინტექებს) ხშირად ურჩევნიათ აიყვანონ დამწყები კადრები, მაგრამ აწყდებიან პრობლემას: Junior AML ოფიცრებს აკლიათ პრაქტიკული გამოცდილება, სებ-ის რეგულაციების სიღრმისეული ცოდნა და რთულ შემთხვევებში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 მომსახურების მიზანია დაეხმაროს თქვენს შტატში არსებულ დამწყებ (Junior/Entry-level) AML ოფიცრებს პროფესიულ ზრდაში, უზრუნველყოს მათი ყოველდღიური საქმიანობის ხარისხის კონტროლი (Quality Assurance) და აარიდოს კომპანიას მარეგულირებლის  ჯარიმები გამოუცდელობით დაშვებული შეცდომების გამო.

რას მოიცავს მომსახურება?

1. პრაქტიკული ონბორდინგი და სწავლება (Onboarding & Practical Training)

  • სამუშაო პროცესების მორგება: შიდა პოლიტიკა-პროცედურების, რეესტრებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების პრაქტიკული სწავლება.

  • სებ-ის მოთხოვნებისა და ინდუსტრიული სტანდარტების განმარტება: თეორიული ცოდნის ტრანსფორმაცია ყოველდღიურ სამუშაო ინსტრუქციებად.

  • „წითელი ალმების“ (Red Flags) ამოცნობა: ტიპოლოგიების და პრაქტიკული ქეისების განხილვა (კრიპტო-ტრანზაქციების, ოფშორული სტრუქტურების, PEP-ების შესწავლა).

2. ყოველდღიური ექსპერტული მხარდაჭერა (Senior Advisory Support)

  • სრული მხარდაჭერა რთულ ქეისებზე: Junior ოფიცერს აქვს მუდმივი წვდომა ჩვენს უფროს (Senior) AML ექსპერტებთან, რომლებიც ეხმარებიან კომპლექსური KYC/EDD, UBO-ს დადგენისა და ეჭვის შემცველი ტრანზაქციების ანალიზში.

  • გადაწყვეტილების მიღების ასისტირება: „მეორე წყვილი თვალის“ (Second Opinion) პრინციპი — სანამ Junior ოფიცერი მიიღებს კლიენტის დაბლოკვის/დამტკიცების ან SAR/STR ანგარიშის გაგზავნის გადაწყვეტილებას, ექსპერტი გადაამოწმებს მას.

3. ხარისხის პერიოდული კონტროლი (Quality Assurance / QA)

  • შესრულებული სამუშაოს აუდიტი: Junior ოფიცრის მიერ დამუშავებული აპლიკაციებისა და შემოწმებული ტრანზაქციების შემთხვევითი შერჩევის წესით (Sampling) გადამოწმება თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ.

  • ხარვეზების ანალიზი და უკუკავშირი: რეგულარული Feedback სესიები გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

4. სებ-ის ინსპექტირებისა და ანგარიშგებისთვის მომზადება

  • FMS/სებ-ის ანგარიშების გადამოწმება: ოფიციალური ანგარიშგების ფორმების (SAR/STR, პერიოდული სტატისტიკა) სისწორის შემოწმება მარეგულირებელთან გაგზავნამდე.