გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება LC HUB-სა და CONSOFT-ს შორის.

ღონისძიება

 LC HUB-მა და CONSOFT-მა საპარტნიორო შეთანხმება გააფორმეს!


მოხარულები ვართ განვაცხადოთ LC HUB-ისა და კომპანია Consoft-ის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. Consoft-ი AML რეგულირებად სუბიექტებს სთავაზობს თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს AML/CTF კანონმდებლობასა და მარეგულირებლის მოთხოვნებს.


აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ვიანიდან Consoft-ის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა სპეციალურად ადაპტირებულია ფინტექ და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებზე, მათ შორის:

  • VASP (ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები)

  • სესხის გამცემი სუბიექტები 

  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერები  

  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 

  • და სხვა შესაბამისი პირები

პროგრამული უზრუნველყოფა გამოირჩევა მაღალი მოქნილობით და მარტივად ერგება თითოეული კომპანიის ბიზნესის სპეციფიკასა და საოპერაციო პროცესებს.


ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენს პარტნიორებს კიდევ უფრო ეფექტურ, ავტომატიზებულ და უსაფრთხო შესაბამისობის (Compliance) ინსტრუმენტებს შევთავაზებთ.