ბიზნესების, FinTech კომპანიებისა და სტარტაპების იურიდიული და საოპერაციო მხარდაჭერა - კომპანიის დაფუძნებიდან საქმიანობის სრულფასოვან დაწყებამდე.

მომსახურება მოიცავს:

1. კორპორაციული დაფუძნება და სტრუქტურირება
  • იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევა (შპს, სს და ა.შ.);

  • კომპანიის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (წესდების მომზადება, იურიდიული მისამართით უზრუნველყოფა/მხარდაჭერა);

  • პარტნიორთა/დამფუძნებელთა შეთანხმების (Founders' / Shareholders' Agreement - SHA) შემუშავება წილებისა და მართვის უფლებების გასანაწილებლად.

2. სახელშეკრულებო და სამართლებრივი ჩარჩო
  • სტანდარტული ნასყიდობის, მომსახურების, იჯარისა და პარტნიორული ხელშეკრულებების შაბლონების მომზადება;

  • შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესისა და თანამშრომლებთან კონფიდენციალურობის (NDA) შეთანხმებების შემუშავება;

  • ვებგვერდის/აპლიკაციის მოხმარების წესების (Terms & Conditions) და კონფიდენციალურობის პოლიტიკის (Privacy Policy) მომზადება (პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის შესაბამისად).

3. საოპერაციო და ბიზნეს-პროცესების გამართვა
  • საბანკო ანგარიშების გახსნა და Merchant/საგადახდო სისტემების ინტეგრაციის იურიდიული მხარდაჭერა;

  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვა (საქპატენტში სავაჭრო ნიშნის/ლოგოს რეგისტრაცია);

  • საგადასახადო სტატუსების მოპოვებაში კონსულტაცია (მაგ. მაღალი ტექნოლოგიური კომპანიის სტატუსი, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი და სხვ.).

ჩვენ ვათავისუფლებთ დამფუძნებლებს ბიუროკრატიული და სამართლებრივი თავსატეხისგან. თქვენ კონცენტრირდებით პროდუქტის განვითარებასა და გაყიდვებზე, ხოლო იურიდიულ გამართულობასა და საოპერაციო მზადყოფნაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი გუნდი.