რეგულირებადი ბიზნესების კომპლექსური სამართლებრივი მხარდაჭერა
მოქმედ და ახალ მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
მომსახურება მოიცავს:
- კომპანიის საქმიანობის, შიდა პროცესებისა და დოკუმენტაციის
მოქმედ მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას (Compliance
Review);
- შესაბამისობის ხარვეზებისა და სამართლებრივი/რეგულატორული
რისკების იდენტიფიცირებას და მათი აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას;
- მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად პოლიტიკების, პროცედურების,
წესებისა და სხვა შიდა დოკუმენტაციის შემუშავებას;
- კომპანიის ან მესამე პირის მიერ მომზადებული პოლიტიკების,
პროცედურებისა და სხვა დოკუმენტაციის სამართლებრივ და რეგულატორულ შეფასებას;
- ახალი საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების გავლენის
შეფასებას;
- ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის საჭირო ცვლილებების
განსაზღვრასა და პრაქტიკულ დანერგვაში მხარდაჭერას;
- შიდა პროცესებისა და დოკუმენტაციის ახალ მარეგულირებელ მოთხოვნებთან
შესაბამისობაში მოყვანას;
- მიმდინარე რეგულატორულ საკითხებზე სამართლებრივ კონსულტაციასა
და შესაბამისობის შენარჩუნების მხარდაჭერას.
