ბიზნესუწყვეტობის გეგმის შემუშავება

VASP-ის სტატუსის მქონე ან რეგისტრაციის მაძიებელი ყველა კომპანია ვალდებულია გააჩნდეს ადეკვატური, ქმედითი და სრული რისკების მართვის ჩარჩო.

ბიზნესუწყვეტობისა (BCP) და კატასტროფებისგან აღდგენის (DRP) გეგმების არარსებობა ან ხარვეზიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის კომპანიის საზედამხედველო ლიცენზიას — სებ-ი უფლებამოსილია გააუქმოს VASP-ის რეგისტრაცია, თუ დამოუკიდებელი აუდიტის ან შეღწევადობის ტესტირებისას გამოვლინდა კრიტიკული ხარვეზები.

LC HUB გთავაზობთ ბიზნესუწყვეტობისა და საოპერაციო მდგრადობის პაკეტის სრულ შემუშავებას, დანერგვასა და აუდიტისთვის მომზადებას.

ჩვენი გუნდი ქმნის ინდივიდუალურ, თქვენი საქმიანობის მასშტაბსა და კომპლექსურობაზე მორგებულ დოკუმენტაციასა და პროცესებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს:

1. ბიზნესზემოქმედების ანალიზი (BIA) და კრიტიკული ფუნქციების იდენტიფიცირება

  • კრიტიკული პროცესებისა და მხარეების რუკის შედგენა: შიდა და გარე კრიტიკული პროცესების, სისტემებისა და მომწოდებლების (მათ შორის აუთსორსინგული კომპანიების) განსაზღვრა.

  • წყვეტის დასაშვები ზღვრების (RTO / RPO) დაწესება: საოპერაციო შეფერხებებისა და მონაცემთა დაკარგვის მაქსიმალური დასაშვები ლიმიტების დადგენა.

  • კრიტიკული სცენარების მოდელირება: საგანგებო სიტუაციების, სისტემური მწყობრიდან გამოსვლისა და კიბერშეტევების სცენარების დამუშავება.

2. ბიზნესუწყვეტობის (BCP) და საინფორმაციო ტექნოლოგიების აღდგენის გეგმა (DRP)

  • IT ინფრასტრუქტურის აღდგენა: კატასტროფისგან აღდგენის დეტალური DRP პროტოკოლების შექმნა, მონაცემთა სარეზერვო ასლების (Backup) ავტომატიზაცია, მათ ნამდვილობასა და უცვლელობაზე კონტროლი.

  • ჩანაცვლებადობის მექანიზმები: კრიტიკულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირების/თანამშრომლების შემცვლელთა განსაზღვრა და მათი ოპერატიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

  • სარეზერვო არხები და ინციდენტების მართვა: საგანგებო სიტუაციებში კომუნიკაციისა და ოპერაციების გაგრძელების დეტალური სამოქმედო გეგმა.

3. საოპერაციო და ტექნოლოგიური რისკების მართვის ჩარჩო

  • მონაცემთა დაცვა და ავთენტიფიკაცია: მომხმარებელთა პაროლების, უნიკალური იდენტიფიკატორებისა და ავთენტიფიკაციის მონაცემების უსაფრთხო შენახვა/გადაცემის სტანდარტიზაცია.

  • ხელით შესრულებული პროცესების კონტროლი: ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომებისა და თაღლითობის რისკების მინიმიზაცია.

  • მონაცემთა სიზუსტე და მთლიანობა: საინფორმაციო სისტემების გამართულობისა და მონაცემთა ცენტრალიზებული შენახვის მექანიზმების გამართვა რეალურ დროში.

  • რას იღებთ ჩვენთან თანამშრომლობით?

    1. მზა დოკუმენტაციასა და პროცესებს: სრულად გაწერილ პოლიტიკა-პროცედურებს, სამოქმედო სახელმძღვანელოებსა და ინსტრუქციებს პერსონალისთვის.

    2. 100%-იან მზაობას აუდიტისთვის: კანონმდებლობით გათვალისწინებული 12-თვიანი სავალდებულო დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის უპრობლემოდ მიღების გარანტიას.