LC HUB უზრუნველყოფს სამართლებრივ
და რეგულატორულ მხარდაჭერას კომპლექსურ პროექტებში, სადაც შესაბამისობის, რისკების
მართვის, საოპერაციო პროცესების, ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და სხვა ბიზნესმიმართულებების
საკითხები დაკავშირებულია სამართლებრივ ან მარეგულირებელ მოთხოვნებთან.
პროექტის სპეციფიკისა და საჭიროებების
შესაბამისად, იურიდიული ჩართულობა შეიძლება მოიცავდეს:
- AML/CFT შესაბამისობის პროექტებში სამართლებრივი და რეგულატორული
საკითხების შეფასებასა და მხარდაჭერას;
- საოპერაციო რისკებისა და რისკების მართვის ჩარჩოების სამართლებრივი
და რეგულატორული ასპექტების შეფასებას;
- ახალი პროდუქტების, მომსახურებებისა და ბიზნესპროცესების
დანერგვისას შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნების განსაზღვრასა
და შეფასებას;
- პოლიტიკების, პროცედურების, კონტროლის მექანიზმებისა და
სხვა შიდა დოკუმენტაციის სამართლებრივ და რეგულატორულ შეფასებას;
- შესაბამისობისა და რისკების მართვის პროექტებში გამოვლენილი
საკითხების სამართლებრივ ანალიზსა და საჭირო ცვლილებების შემუშავების მხარდაჭერას;
- სხვადასხვა პროფესიული მიმართულების პროექტებში სამართლებრივ
ჩართულობას, როდესაც პროექტის განხორციელება მოითხოვს კანონმდებლობის ან მარეგულირებელი
მოთხოვნების შეფასებას და შესაბამისობის უზრუნველყოფას.
