საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ რეგულირებადი სუბიექტების რეგისტრაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციები და ავტორიზაციის რთული პროცესი მოითხოვს სიღრმისეულ ცოდნას, სწორ სტრატეგიულ დაგეგმვასა და მარეგულირებელთან ეფექტურ კომუნიკაციას.

LC HUB გთავაზობთ სრულყოფილ  მომსახურებას, რაც გულისხმობს კომპანიის რეგისტრაციიდან მის სრულ საოპერაციო მზადყოფნამდე მიყვანას. ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს წარმატებით გაიარონ ავტორიზაციისა და ლიცენზირების რთული ეტაპები, რათა უზრუნველყონ სრული შესაბამისობა (Compliance) მარეგულირებლის მოთხოვნებთან.

მომსახურება განკუთვნილია ნებისმიერი იურიდიული პირისთვის, რომელსაც სურს განახორციელოს ფინანსური ან ვირტუალური აქტივებით (კრიპტო) მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე:

  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერები (PSP)

  • ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები (VASP / Crypto Services)

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (MFO) და მიკრობანკები

  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტები

  • სესხის გამცემი სუბიექტები 

  • და სხვა ფინანსური ინსტიტუტები

ჩვენი მომსახურება დაყოფილია 4 ძირითად ეტაპად:

1. კორპორაციული დაფუძნება და მოსამზადებელი ეტაპი (Company Setup & Feasibility)
  • კომპანიის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (საჭირო საქმიანობის კოდებითა და კაპიტალის სტრუქტურით);

  • ბიზნეს-მოდელის ანალიზი და რეგულატორის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

  • საწესდებო კაპიტალთან, მფლობელობის სტრუქტურასა და ბენეფიციარ მესაკუთრეებთან (UBO) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა.

2. ავტორიზაციისა და ლიცენზირების პროცესის მართვა (Licensing & Authorization)
  • სრული სააპლიკაციო პაკეტის მომზადება და საქართველოს ეროვნულ ბანკში (NBG) წარდგენა;

  • რეგულატორთან (სებ) კომუნიკაციისა და წარმომადგენლობის სრული მართვა განაცხადის განხილვის მთელ ციკლში;

  • დამფუძნებლების, დირექტორებისა და საკვანძო პერსონალის შესაბამისობის (Fit & Proper Test) დოკუმენტაციის მომზადება.

3. შიდა პოლიტიკები, IT და საოპერაციო ინფრასტრუქტურა (Internal Framework & Infrastructure)
  • AML/CFT შესაბამისობა: ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შიდა კონტროლის მექანიზმების, პოლიტიკებისა და ინსტრუქციების შემუშავება (KYC/CDD, ტრანზაქციების მონიტორინგი, STR/CTR ანგარიშგება);

  • რისკების მართვა: ოპერაციული, ფინანსური და IT რისკების მართვის ჩარჩოებისა და ბიზნესის უწყვეტობის გეგმების (BCP) შემუშავება;

  • IT და ტექნოლოგიური მზადყოფნა: საოპერაციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გადამოწმება მარეგულირებლის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

4. საოპერაციო საქმიანობის დაწყებამდე მიყვანა (Operational Readiness & Go-Live)
  • საკონსულტაციო მხარდაჭერა AML ოფიცრისა და შესაბამისობის (Compliance) გუნდის შერჩევასა და ტრენინგში;

  • შიდა აუდიტისა და რეგულატორთან პერიოდული ანგარიშგების სისტემების აწყობა;

  • საბანკო ანგარიშების გახსნაში მხარდაჭერა და საოპერაციო პროცესების საბოლოო ტესტირება.