ინდივიდუალური პროგრამული გადაწყვეტა, ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და ინტეგრაციები.

ინდივიდუალური პროგრამული გადაწყვეტა (Custom AML Software)

კომპანიის კონკრეტულ ბიზნესმოდელზე (მაგ. VASP, PSP,  მიკროსაფინანსო) მორგებული შიდა AML/KYC სისტემებისა და მოდულების დამუშავება:

·       რისკების შეფასებისა და სკორინგის მოდული (Risk Scoring Engine): კლიენტის რისკის დონის (დაბალი, საშუალო, მაღალი) ავტომატური გამოთვლა წინასწარ გაწერილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით (გეოგრაფია, საქმიანობა, ტრანზაქციული ლიმიტები და ა.შ.).

·       ტრანზაქციების მონიტორინგის შიდა სისტემა (TMS): საეჭვო და არატიპური ტრანზაქციების ავტომატური დეტექციის ალგორითმების შექმნა.

·       შესაბამისობის ოფიცრის (AML Officer) სამუშაო დაფა (Dashboard): ინდივიდუალური ინტერფეისი, სადაც ოფიცერს შეუძლია განათავსოს/გადაამოწმოს კლიენტთა პროფილები, დაამუშაოს გაფრთხილებები (Alerts), მართოს ქეისები (Case Management) და მოამზადოს ანგარიშგებები (SAR/STR).

·       შიდა შავი სიების მართვის სისტემა: კომპანიის შიდა „Stop List“-ის, მაღალი რისკის იურისდიქციებისა და არასასურველი პარტნიორების რეესტრების შექმნა.