სხვადასხვა გარეგან თუ შიდა სისტემებს შორის მონაცემთა უსაფრთხო
და უწყვეტი ცვლის უზრუნველყოფა:
- KYC/Liveness
პროვაიდერების ინტეგრაცია: იდენტიფიკაციის საერთაშორისო თუ ადგილობრივ სისტემებთან
მიერთება (მაგ. Sumsub, Identomat, Veriff და ა.შ.).
- სანქციური
და PEP სიების სკრინინგი (Sanctions & PEP Screening Integration): რეალურ
დროში კლიენტების გადამოწმება გლობალურ სანქციურ სიებსა (UN, OFAC, EU, UK) და
პოლიტიკურად აქტიურ პირთა (PEP) ბაზებში (მაგ. LexisNexis,
ComplyAdvantage, AMLBot).
- Blockchain
& Crypto Analytics ინტეგრაცია (VASP-ებისთვის): კრიპტო-საფულეებისა და ტრანზაქციების
რისკების შეფასების ინსტრუმენტებთან მიერთება (მაგ. Chainalysis,
Elliptic, TRM Labs, Crystal, AMLBot).
- Core
Systems / CRM / Payment Gateways ინტეგრაცია: AML მოდულების დაკავშირება კომპანიის
ძირითად საბანკო/საგადახდო სისტემასთან ან CRM-თან, რათა ტრანზაქციის შესრულებამდე
(Pre-transaction screening) მომენტალურად მოხდეს სანქციების ან რისკების გადამოწმება.
