საქართველოს ეროვნულმა
ბანკმა ვირტუალური
აქტივის მომსახურების
პროვაიდერებისთვის (VASP) მარეგულირებელი
ჩარჩო მნიშვნელოვნად
გააფართოვა.
2026 წლის
26 აგვისტოს
ცვლილებები
შევიდა
VASP-ის
რეგისტრაციის,
რეგისტრაციის
გაუქმებისა
და
რეგულირების
წესში.
ცვლილებების
მთავარი
ფოკუსია
რისკების
მართვა,
ფინანსური
მდგრადობა,
კიბერუსაფრთხოება
და
საოპერაციო
მდგრადობა.
💡 რა იცვლება?
▪ საზედამხედველო
კაპიტალი:
შემოდის
მინიმალური
საზედამხედველო
კაპიტალის
მოთხოვნა
— 150,000-დან 350,000 ლარამდე
(მომსახურების
სახეობის
მიხედვით).
▪ რისკების
მართვის
ჩარჩო:
სავალდებულო
ხდება
საქმიანობის
მასშტაბისა
და
სირთულის
შესაბამისი
რისკების
მართვის
სისტემა
(იდენტიფიცირება,
შეფასება,
მონიტორინგი,
ანგარიშგება
და
შემცირება).
▪ საოპერაციო
მდგრადობა
და
კიბერუსაფრთხოება:
განსაკუთრებული
ყურადღება
ეთმობა
ტექნოლოგიური
ინფრასტრუქტურის
მდგრადობას,
თაღლითობისა
და
ბოროტად
გამოყენების
რისკების
მართვასა
და
საქმიანობის
უწყვეტობას.
▪ პერიოდული
ტესტირება:
წესდება
შეღწევადობის
ტესტირებისა
(Penetration Testing) და სისუსტეების სკანირების სისტემატური ჩატარების მოთხოვნა.
▪ ახალი
სერვისების
დამატება:
პროვაიდერის
მიერ
ახალი
სახის
ვირტუალური
აქტივის
მომსახურების
განხორციელება
ეროვნული
ბანკის
წინასწარ
თანხმობას
დაექვემდებარება.
▪ სტაბილური
ვირტუალური
აქტივები
(Stablecoins): პირველადი შეთავაზებისთვის განისაზღვრა
დამატებითი
მოთხოვნები
კორპორაციული
მართვის,
საზედამხედველო
კაპიტალის,
აუდიტორული
დასკვნისა
და
შეთავაზების
დოკუმენტის
(Whitepaper) მიმართულებით.
⏳ მნიშვნელოვანი ვადები:
📌 2027 წლის 1 ივლისამდე — უკვე რეგისტრირებულმა პროვაიდერებმა
უნდა
უზრუნველყონ
რისკების
მართვის
ახალ
მოთხოვნებთან
შესაბამისობა;
📌 2027 წლის 1 სექტემბრამდე — უკვე რეგისტრირებულმა პროვაიდერებმა
უნდა
უზრუნველყონ
მინიმალური
საზედამხედველო
კაპიტალის
მოთხოვნებთან
შესაბამისობა;
📌 2028 წლის 1 იანვრამდე — ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს არსებული პროვაიდერების შესაბამისი
ინდივიდუალური
აქტებისა
და
ჩამონათვალის
ახალ
მოთხოვნებთან
შესაბამისობაში
მოყვანა.
🎯 როგორ მოვემზადოთ
ცვლილებებისთვის?
ახალი
რეგულაცია
VASP სექტორში
ფინანსური
და
ტექნოლოგიური
მდგრადობის
სრულიად
ახალ,
უფრო
მაღალ
სტანდარტს
აყალიბებს.
ახალ
მოთხოვნებთან
შესაბამისობის
უზრუნველყოფა
კომპლექსური
პროცესია,
რის
გამოც
მზადების
დროულად
დაწყება
კრიტიკულად
მნიშვნელოვანია.
🤝 LC HUB (Legal & Compliance Hub) გთავაზობთ
სრულ
იურიდიულ
და
AML/Compliance მხარდაჭერას. მათ შორის, უზრუნველვყოფთ შეღწევადობის
ტესტირებას
(პენტესტებს)
და
თქვენი
პროგრამული/ტექნოლოგიური
სისტემების
ახალ
სტანდარტებთან
შესაბამისობაში
მოყვანას.
ჩვენი
გუნდი
მზადაა
გაგიწიოთ
ყველა
საჭირო
მომსახურება,
რათა
თქვენმა
კომპანიამ
მშვიდად,
შეუფერხებლად
და
დროულად
დააკმაყოფილოს
ეროვნული
ბანკის
ახალი
მოთხოვნები.

მნიშვნელოვანი ცვლილებები VASP სექტორისთვის საქართველოში!
საკანონდებლო სიახლეები
