საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისა
(VASP) და მათი ადმინისტრატორებისთვის ფულადი ჯარიმებისა და სანქციების წესი მნიშვნელოვნად
განაახლა (ბრძანება №204/04).
ცვლილებები უკვე ძალაშია.
ახალი რეგულაციით მკაფიოდ განისაზღვრა როგორც ფიქსირებული, ისე თითოეულ დარღვევის ფაქტზე
დაკისრებული ჯარიმები:
📌 ძირითადი ფინანსური სანქციები:
▪️ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული მომსახურების სქემის დარღვევით საქმიანობა —
20,000 ₾;
▪️ პროგრამული სისტემის არქონა ან შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა — 20,000 ₾;
▪️ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შემოწმების დასრულებამდე წარუდგენლობა —
7,000 ₾ (თითოეულ ფაქტზე)
▪️ სებ-ის წერილობითი მოთხოვნის/მითითების ვადაში შეუსრულებლობა — 5,000 ₾ (თითოეულ
ფაქტზე);
▪️ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა — 5,000 ₾;
⚖️ მკაცრდება AML/CFT მოთხოვნებიც:
·
საეჭვო/დაკავშირებული გარიგებების ავტომატური გამოვლენის
სისტემის არქონა ან ხარვეზებით ფუნქციონირება — 20,000 ₾;
·
კლიენტის ან/და ოპერაციების სპეციალურ სისტემაში აღურიცხაობა
— 10,000 ₾ (თითოეულ ფაქტზე):
👤 პასუხისმგებლობა ადმინისტრატორებზე:
პასუხისმგებლობა მხოლოდ VASP-ს არ ეკისრება. შესაბამის შემთხვევებში, ადმინისტრატორი
შეიძლება დაჯარიმდეს 5,000 ლარით, ხოლო განმეორებითი დარღვევისას ჯარიმა ორმაგდება.
⚠️ სანქციები ფულადი ჯარიმებით არ შემოიფარგლება:
დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, სებ-ს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი ზომები:
·
ოპერაციების
შეზღუდვა;
·
მოგებისა და
დივიდენდების:
·
განაწილების აკრძალვა;
·
ადმინისტრატორის
გადაყენება/გათავისუფლება;
·
უკიდურეს შემთხვევაში:
VASP-ის რეგისტრაციის გაუქმება.
💡 რას ნიშნავს ეს სექტორისთვის?
განახლებული რეჟიმის ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება:
1️⃣ კომპლაენს-სისტემებისა და შიდა პროცესების წინასწარი შეფასება
(Gap Analysis);
2️⃣ არსებული ხარვეზების დროული აღმოფხვრა;
3️⃣ ეროვნულ ბანკთან კომუნიკაციის სწორი დოკუმენტირება და
ვადების ზუსტი დაცვა.

