ახალი ვალდებულებები VASP-ებისთვის — მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტი (2027)

საკანონდებლო სიახლეები
2027 წლის 1 იანვრიდან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული მომსახურების პროვაიდერებისთვის (VASP) მომხმარებელთა პრეტენზიების მართვის ახალი, სავალდებულო მოთხოვნები ამოქმედდება.

📌 რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია?

პროცედურის გამართვა: პრეტენზიების მართვის შიდა წერილობითი/ელექტრონული წესის შემუშავება

მიღების არხები: ზეპირი, წერილობითი და ელექტრონული ფორმით შემოსული პრეტენზიების მიღებისა და დადასტურების უზრუნველყოფა

განხილვის ვადები: პრეტენზიის განხილვა და დასაბუთებული პასუხის გაცემა — არაუგვიანეს 1 თვისა

შიდა აღრიცხვა: პრეტენზიების მუდმივი რეესტრის წარმოება, მიღებული ზომებისა და შედეგების სრული დოკუმენტირება

სებ-ის ანგარიშგება: საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ყოველთვიური Excel-ანგარიშგების წარდგენა ყოველი თვის 10 რიცხვამდე

⚠️ ყურადღება მიაქციეთ:

რეგულაციის მიზნებისთვის „მომხმარებლად“ ითვლება არა მხოლოდ მოქმედი კლიენტი, არამედ ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს VASP-ის მომსახურების მიღების განზრახვა.

🎯 როგორ ეხმარება LC HUB თქვენს კომპანიას?

ჩვენ უზრუნველვყოფთ მარეგულირებლის ახალ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობას (Consumer Protection Compliance):

✅ არსებული პროცესების აუდიტი და შესაბამისობის შეფასება

✅ პრეტენზიების მართვის შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება

✅ შიდა რეესტრის არქიტექტურისა და აღრიცხვის პროცესის მოწყობა

✅ სებ-ის სტანდარტების შესაბამისი ანგარიშგების ფორმების მომზადება და დანერგვა

✅ პერსონალის ინსტრუქტაჟი და მარეგულირებელთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა

🔗 მოემზადეთ ცვლილებებისთვის წინასწარ. დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის!