ორგანიზაციის წინა ხაზის პერსონალის (Front-office), შესაბამისობის გუნდისა (Compliance) და მენეჯმენტის კვალიფიკაციის ამაღლება და AML/CTF რისკების შემცირება. სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ფინანსური და არაფინანსური სექტორისთვის (ბანკები, მიკროსაფინანსო და სადაზღვევო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, მიწისზედა და ონლაინ კაზინოები და სხვ.) მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი AML სპეციალისტების, ოფიცრებისა და მენეჯერების მომზადებას.
კურსის თემატიკა (პროგრამა)
საკანონმდებლო ჩარჩო: კანონის მიზანი, გამოყენების სფერო და ანგარიშვალდებული პირების ვალდებულებები.
იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია:
ერთჯერადი გარიგება და საქმიანი ურთიერთობის დამყარება.
„იცნობდე შენს კლიენტს“ (KYC) სტანდარტი და მონაცემთა განახლების პერიოდულობა.
რისკების მართვა:
კლიენტების შეფასება რისკზე დამყარებული მიდგომით (RBA), რისკის კატეგორიები და ფაქტორები.
კლიენტის რისკის დონის პერიოდული გადაფასება.
პრევენციული ღონისძიებები:
გამარტივებული, სტანდარტული და გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები.
იურიდიული პირების სტრუქტურის შესწავლა და ბენეფიციარი მესაკუთრეების (BO) დადგენა/ვერიფიკაცია.
სქრინინგი და სანქციები:
კლიენტების სქრინინგი საერთაშორისო საძიებო სისტემებში.
პოლიტიკურად აქტიური პირების (PEP), მათი ოჯახის წევრებისა და დაკავშირებული პირების გამოვლენა.
საერთაშორისო საფინანსო სანქციები და სანქცირებული პირების დადგენა.
ანგარიშგება და მონიტორინგი:
საეჭვო ტრანზაქციების სცენარები და იდენტიფიცირების მექანიზმები.
საეჭვო ანგარიშგების (STR/CTR) წარდგენის პროცესი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.
პრაქტიკული ნაწილი: რეალური ქეისების განხილვა, პრაქტიკული მაგალითები და ტესტები.
პროგრამა სრულად ეფუძნება ინტერაქციული სწავლების მეთოდს და მოიცავს:
თეორიულ მომზადებასა და საკანონმდებლო განმარტებებს;
პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ ქეისებს;
ანგარიშგების ორგანიზაციული მართვისა და დისკუსიების ფორმატს.
კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება შემაჯამებელი ტესტირება. მონაწილეები მიიღებენ ორენოვან სერტიფიკატს, რაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა შრომის ბაზარზე პროფესიული დაწინაურებისა და დასაქმებისათვის.
