LC HUB გთავაზობთ მომხმარებელთა პრეტენზიების მართვის შიდა პროცედურებისა და რეესტრის დანერგვას, სებ-ის ყოველთვიური ანგარიშგების ფორმების მომზადებასა და პროცესების სრულ ავტომატიზაციას, რაც გამორიცხავს რეგულატორულ რისკებს და უზრუნველყოფს მარეგულირებელთან სრულ შესაბამისობას.
მომსახურება მოიცავს:
- პოლიტიკებისა
და პროცედურების შემუშავებას: პრეტენზიების მართვის შიდა წერილობითი/ელექტრონული
წესების შექმნა.
- შიდა
რეესტრის არქიტექტურის მოწყობას: პრეტენზიების მიღების, განხილვისა და დოკუმენტირების
სისტემის დანერგვა.
- სებ-ის ანგარიშგების მომზადებას: ყოველთვიური Excel-ანგარიშგების ფორმების სტანდარტიზაცია და პროცესის გამართვა.
- გუნდის ტრენინგს: პერსონალის ინსტრუქტაჟი ახალი რეგულატორული სტანდარტების ეფექტიანი აღსრულებისთვის.
