კორპორატიული კონსალტინგი თქვენი ბიზნესის მდგრადი ზრდისთვის

AML/CFT, იურიდიული და IT გადაწყვეტილებები ფინანსური და AML-რეგულირებადი ბიზნესისთვის

20
წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი
10-ზე მეტი
დასრულებული პროექტი
8
ძირითადი მიმართულება
100%
სანდო AML და იურიდიული პარტნიორი თქვენი ბიზნესისთვის
ჩვენ შესახებ

ვინ ვართ ჩვენ

LC HUB წარმოადგენს საკონსულტაციო გუნდს, რომელიც ორგანიზაციებს სთავაზობს პროფესიულ მხარდაჭერას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML), ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის (CTF) და საერთაშორისო ფინანსური სანქციების, რეგულატორული შესაბამისობისა და ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულებით. ჩვენი უპირატესობა AML, იურიდიული, რეგულატორული და თანამედროვე IT ექსპერტიზის სინერგიაშია. ინტეგრირებული მიდგომით უზრუნველვყოფთ ML/TF და სანქციებთან დაკავშირებული რისკების ეფექტიან მართვას, რეგულირებადი ბიზნესების სამართლებრივ და რეგულატორულ მხარდაჭერას როგორც საქმიანობის დაწყებისა და ლიცენზირების/რეგისტრაციის ეტაპზე, ისე შემდგომი საქმიანობის პროცესში, ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა და მათ სრულ ციფრულ და ავტომატიზებულ ტრანსფორმაციას.

ვრცლად
გუნდი

გუნდი

მთელი გუნდი →
თამარ რატიანიძე CAMS

თამარ რატიანიძე CAMS

დამფუძნებელი & მმართველი პარტნიორი. AML/CTF შესაბამისობის მიმართულების ხელმძღვანელი

სერტიფიცირებული AML სპეციალისტი (CAMS) ფინანსურ სექტორში 20 წლიანი გამოცდილებით. სპეციალიზაციით: AML/CTF რისკების მართვა და კომპლექსური Compliance, ფინანსური დანაშაულის პრევენცია, საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა, კრიპტოაქტივების (VASP) რეგულირება და ავტორული AML/CTF პროფესიული ტრენინგები.

მედეა სვანიშვილი

მედეა სვანიშვილი

დამფუძნებელი & მმართველი პარტნიორი

იურისტი და ადვოკატი, 20-წლიანი პროფესიული გამოცდილებით ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერისა და რეგულატორული შესაბამისობის მიმართულებით. მისი პრაქტიკა მოიცავს კორპორაციულ და ბიზნეს-სამართლებრივ საკითხებს, ასევე რეგულირებად სექტორებში საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას. მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსურ სექტორსა და რეგულატორულ გარემოში მოიცავს AML-ის, FinTech-ისა და კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ სამართლებრივ და რეგულატორულ საკითხებსაც.

თეონა ბარაბაძე CISA

თეონა ბარაბაძე CISA

ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი, GRC სპეციალისტი, CISA, ISO/IEC 27001 LI, ISO 22301 LI, ISO/IEC 20000-1 LI, NIST Cybersecurity Framework

სიახლეები

სიახლეები

ყველა სიახლე →
პუბლიკაცია

ფინანსური დანაშაული ციფრულ ეპოქაში: VASP-ების რეგულირება საქართველოში

ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასა და კრიპტოაქტივების პოპულარობის ზრდასთან ერთად სულ უფრო რთული და დახვეწილი ხდება ფინანსური დანაშაულის სქემებიც. ციფრული აქტივების სისწრაფე, ტრანსსასაზღვრო ბუნება და ფსევდო-ანონიმურობა თაღლითებისა და კრიმინალური ჯგუფებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის: ფულის გათეთრებას, ტერორიზმის დაფინანსებას, სანქციების გვერდის ავლასა და სხვადასხვა სახის თაღლითობას. სწორედ ამიტომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) სისტემები მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ახალ რისკებს ფეხს უწყობდეს.

პუბლიკაცია

AML Check: როგორ მოწმდება მომხმარებელი და კონკრეტულად რას ამოწმებენ?

ბევრი მომხმარებელი, რომელიც კრიპტო ბირჟაზე ან სხვა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერთან (VASP) რეგისტრირდება, აწყდება AML შემოწმებას და ხშირად ფიქრობს, რომ ეს ზედმეტი ბიუროკრატიაა. სინამდვილეში, AML Check ფინანსური სისტემის დაცვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა ეტაპებისგან შედგება შემოწმება და რატომ არის ის მომხმარებლის ინტერესებშიც. „რეალურად ამ პროცესის მიზანი მომხმარებლის დაცვაა და არა მისთვის ხელის შეშლა.” — თამარ რატიანიძე, CAMS, LC HUB-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

ითვალისწინებს თუ არა AML შემოწმება ტრანზაქციების ისტორიას და კრიპტოს წარმომავლობას?

კრიპტოაქტივების ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ ყველა ტრანზაქცია ბლოკჩეინზე ფიქსირდება. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია თანხის მოძრაობის კვალის აღდგენა, თუნდაც ის რამდენიმე საფულეს გავლით იყოს გადარიცხული. ამიტომ AML შემოწმების დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, ვინ არის მომხმარებელი, არამედ ისიც, საიდან მოდის მისი კრიპტოაქტივები. „დიახ, ვითვალისწინებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე სხვადასხვა wallet-ში გადარიცხვის მიზანი ე.წ. მიქსერში გატარებაა. რამდენიმე wallet-ის გავლა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს დარღვევას, თუმცა, თუ blockchain analytics-ის შედეგად იკვეთება mixer-თან კავშირი, საჭირო ხდება ამ კონკრეტული კრიპტო ტრანზაქციის გაძლიერებულად შესწავლა.” — თამარ რატიანიძე, CAMS, LC HUB-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

პროექტები

დაგვიკავშირდით

WhatsApp · Telegram · Email

კონტაქტი