ფინანსური დანაშაული ციფრულ ეპოქაში: VASP-ების რეგულირება საქართველოში

პუბლიკაცია

AML რეგულირება საქართველოში: რა შეიცვალა ფინტეკ სექტორში

ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, განსაკუთრებით ფინტეკის მიმართულებით. ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები (VASP-ები) AML/CFT რეგულაციების ქვეშ მოექცნენ, ხოლო მათ ზედამხედველობას დღეს უკვე საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. ეს ცვლილება საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის FATF-ის რეკომენდაციებთან, ჰარმონიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.

რა ვალდებულებები აქვთ VASP-ებს

პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ VASP-ები ვალდებულნი არიან:

რას ნიშნავს რეგულირება მომხმარებლისა და ბაზრისთვის

შედეგად, ინდუსტრია მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე და დაცული გახდა. მომხმარებელს აქვს მეტი ნდობა, რომ თანხებს რეგულირებულ და ზედამხედველობის ქვეშ მყოფ კომპანიას ანდობს, ხოლო კეთილსინდისიერი მოთამაშეები არაკეთილსინდისიერებისგან უფრო მკაფიოდ გამოიყოფიან. რეგულირება ასევე ზრდის სექტორის სანდოობას ბანკებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალში, რაც ინდუსტრიის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.

რა თქმა უნდა, რეგულირება რისკებს სრულად არ აქრობს, მაგრამ ის, რაც არარეგულირებულ გარემოში უკონტროლოდ არსებობდა, დღეს უკვე იდენტიფიცირებადი, კონტროლირებადი და მართვადია. მთავარი გამოწვევა ისაა, რომ კომპანიებმაც და ზედამხედველმაც ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ახალ დანაშაულებრივ სქემებს დროულად აუწყონ ფეხი, რისთვისაც უწყვეტი განათლება და პროფესიული კადრების მომზადება გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ხშირად დასმული კითხვები

ვინ არის VASP?
ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი: კომპანია, რომელიც მომხმარებლის სახელით ახორციელებს კრიპტოაქტივების გაცვლას, გადარიცხვას, შენახვას ან მართვას.

ვინ ახორციელებს VASP-ების ზედამხედველობას საქართველოში?
საქართველოს ეროვნული ბანკი.

რატომ სჭირდება VASP-ს AML კონსულტანტი?
რეგულაციური მოთხოვნები კომპლექსურია: შიდა პოლიტიკების, რისკების შეფასების, KYC და მონიტორინგის სისტემების სწორად აწყობა ზოგავს დროს და ამცირებს ჯარიმებისა და რეპუტაციული ზიანის რისკს.

LC HUB: AML/CFT კონსულტაცია და ტრენინგები

LC HUB (Legal & Compliance Hub) გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას AML/CFT შესაბამისობის საკითხებში:

  • AML/CFT ჩარჩოს, შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება;
  • სებ-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა და რეგისტრაციის/ლიცენზირების პროცესის მხარდაჭერა;
  • რისკების შეფასება და რეგულაციური ანგარიშგება;
  • სასერტიფიკატო AML ტრენინგები, მათ შორის VASP-ებზე მორგებული მასტერკლასი.

📞 დაგვიკავშირდით: +995 551 51 93 39