1. მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია (KYC)
პირველი ნაბიჯი მომხმარებლის ვინაობის დადგენაა. ის ორ ნაწილად იყოფა:
- იდენტიფიკაცია: მომხმარებლის შესახებ მონაცემების მოპოვება (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მისამართი);
- ვერიფიკაცია: ამ მონაცემების გადამოწმება სანდო წყაროებზე დაყრდნობით, მაგალითად, პირადობის დოკუმენტითა და ფოტოვერიფიკაციით.
დაწვრილებით: რა არის KYC და როგორ მუშაობს.
2. სანქციების შემოწმება
შემდეგ მოწმდება, ვრცელდება თუ არა მომხმარებელზე საერთაშორისო საფინანსო სანქციები. ამისთვის გამოიყენება ოფიციალური სანქციების სიები, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს კონსოლიდირებული სია, აშშ-ის OFAC-ის სია და ევროკავშირის სანქციები. სანქცირებულ პირთან საქმიანი ურთიერთობა კომპანიისთვის სერიოზულ სამართლებრივ და რეპუტაციულ რისკს ქმნის.
3. ტერორიზმის დაფინანსებასთან კავშირის შემოწმება
ცალკე მოწმდება, აქვს თუ არა პირს კავშირი ტერორიზმის დაფინანსებასთან. ეს AML/CFT სისტემის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, რომელიც FATF-ის სტანდარტებიდან გამომდინარეობს.
4. კრიპტო საფულის რისკის შეფასება (Wallet Screening)
კრიპტო სექტორის სპეციფიკა ისაა, რომ მოწმდება არა მხოლოდ პიროვნება, არამედ მისი საფულეც. ბლოკჩეინ-ანალიტიკის საშუალებით დგინდება, რამდენად სუფთაა საფულეზე არსებული კრიპტოაქტივების წარმომავლობა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:
- მოპარულ კოინებს (stolen coins): ჰაკერული შეტევებით ან თაღლითობით მოპოვებულ აქტივებს;
- dark market-თან კავშირს: უკანონო ონლაინ ბაზრებიდან მომდინარე თანხებს;
- სანქციებთან ასოცირებულ საფულეებსა და კოინებს;
- ტერორიზმის დაფინანსებასთან ასოცირებულ საფულეებს.
შემოწმების შედეგად საფულე იღებს რისკის შეფასებას, რის მიხედვითაც კომპანია წყვეტს, რა ზომები მიიღოს: დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა, ტრანზაქციის შეჩერება თუ საეჭვო ოპერაციის შესახებ შეტყობინება საფინანსო მონიტორინგის სამსახურისთვის.
რატომ არის AML Check მომხმარებლის ინტერესებში
AML შემოწმება იცავს მომხმარებელს იმისგან, რომ მისი ანგარიში ან საფულე უნებლიედ დანაშაულებრივ სქემაში აღმოჩნდეს, ხოლო პლატფორმას, რომლითაც სარგებლობს, ჰქონდეს სუფთა და სანდო გარემო. რაც უფრო მკაცრია შემოწმება, მით ნაკლებია ალბათობა, რომ პლატფორმა თაღლითებისთვის მიმზიდველი გახდება.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის AML Check?
მომხმარებლისა და მისი ფინანსური აქტივობის შემოწმება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოსავლენად.
რას ნიშნავს wallet screening?
კრიპტო საფულის ისტორიის ანალიზს, რათა დადგინდეს, ხომ არ არის მასზე არსებული აქტივები მოპარული, dark market-თან, სანქციებთან ან ტერორიზმთან დაკავშირებული.
რა ხდება, თუ საფულე მაღალი რისკის აღმოჩნდა?
კომპანიამ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია სახსრების წარმომავლობაზე, შეაჩეროს ტრანზაქცია ან კანონით დადგენილ შემთხვევებში შეატყობინოს საფინანსო მონიტორინგის სამსახურს.
LC HUB: AML/CFT კონსულტაცია და ტრენინგები
LC HUB (Legal & Compliance Hub) ეხმარება კომპანიებს ეფექტიანი AML შემოწმების სისტემის აწყობაში:
- KYC და მომხმარებლის შემოწმების პროცედურების შემუშავება;
- სანქციების შემოწმებისა და საფულის რისკის შეფასების პროცესების დანერგვა;
- AML/CFT ჩარჩოს შექმნა და სებ-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
- სასერტიფიკატო AML ტრენინგები, მათ შორის VASP-ებზე მორგებული მასტერკლასი.
📞 დაგვიკავშირდით: +995 551 51 93 39

