რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანზაქციების ისტორია
ფულის გათეთრების კლასიკური ეტაპი ე.წ. „ფენებად დაყოფაა" (layering): თანხის მრავალჯერადი გადაადგილება, რათა მისი წყარო შეინიღბოს. კრიპტო სექტორში ეს ხშირად გამოიხატება:
- თანხის მრავალ საფულეში სწრაფად გადანაწილებაში;
- სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის გადატანაში (მაგ., USDT ერთი ქსელიდან მეორეში);
- ერთი ტიპის აქტივის მეორეში კონვერტაციაში;
- მიქსერებით სარგებლობაში.
ამიტომ ტრანზაქციების ისტორია AML-ისთვის საფულის რისკის შეფასების განუყოფელი ნაწილია.
USDT რამდენიმე wallet-ში: დარღვევაა თუ არა?
თავისთავად — არა. ადამიანები კრიპტოს სხვადასხვა საფულეში ლეგიტიმური მიზეზებით გადაიტანენ: ბირჟიდან პირად საფულეში, ერთი ბირჟიდან მეორეზე ან უსაფრთხოების მიზნით. რამდენიმე საფულის გავლა ავტომატურად საეჭვო არ არის.
მნიშვნელოვანია კონტექსტი: საიდან შემოვიდა თანხა, რა მიზნით გადაადგილდა და ხომ არ არის კავშირი მაღალი რისკის წყაროებთან, როგორიცაა მოპარული კოინები, dark market ან სანქცირებული საფულეები.
რა არის კრიპტო მიქსერი და რატომ იწვევს ყურადღებას
მიქსერი (ან tumbler) არის სერვისი, რომელიც სხვადასხვა მომხმარებლის კრიპტოს ერთმანეთში „ურევს" და შემდეგ ახალ მისამართებზე ანაწილებს, რის შედეგადაც რთულდება თანხის წყაროს დადგენა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მომხმარებელი მას კონფიდენციალურობისთვის იყენებს, მიქსერები FATF-ის და ზედამხედველების მიერ მაღალი რისკის ინსტრუმენტად განიხილება, რადგან მათ ხშირად იყენებენ უკანონო შემოსავლების შესანიღბად.
როგორ მუშაობს blockchain analytics
ბლოკჩეინ-ანალიტიკის ინსტრუმენტები აანალიზებენ საფულის ტრანზაქციების ჯაჭვს და ადგენენ, ჰქონდა თუ არა თანხას კავშირი ცნობილ რისკიან მისამართებთან, პირდაპირ თუ რამდენიმე შუალედური საფულის გავლით. შედეგად ტრანზაქცია ან საფულე იღებს რისკის შეფასებას.
გაძლიერებული შესწავლა: რა ხდება მიქსერთან კავშირის გამოვლენისას
თუ ანალიზი მიქსერთან კავშირს აჩვენებს, ტრანზაქცია გაძლიერებულ შესწავლას (EDD) ექვემდებარება. ეს შეიძლება მოიცავდეს:
- მომხმარებლისგან ახსნა-განმარტებისა და სახსრების წარმომავლობის დამადასტურებელი ინფორმაციის მოთხოვნას;
- ტრანზაქციის დროებით შეჩერებას შესწავლის დასრულებამდე;
- საჭიროების შემთხვევაში, საეჭვო ოპერაციის შესახებ შეტყობინებას საფინანსო მონიტორინგის სამსახურისთვის.
მიზანი არ არის მომხმარებლის ავტომატური დასჯა, არამედ რისკის ობიექტური შეფასება.
ხშირად დასმული კითხვები
ამოწმებს თუ არა AML კრიპტოს წარმომავლობას?
დიახ. ბლოკჩეინ-ანალიტიკის საშუალებით მოწმდება საფულის ტრანზაქციების ისტორია და კავშირი მაღალი რისკის წყაროებთან.
თუ ჩემი USDT რამდენიმე საფულეში გადავიდა, დაიბლოკება?
არა ავტომატურად. რამდენიმე საფულის გავლა თავისთავად დარღვევა არ არის; ფასდება კონტექსტი და რისკიან წყაროებთან კავშირი.
რატომ ითვლება მიქსერი მაღალი რისკის?
რადგან ის მიზანმიმართულად ართულებს თანხის წყაროს დადგენას, რასაც ხშირად უკანონო შემოსავლების შესანიღბად იყენებენ.
LC HUB: AML/CFT კონსულტაცია და ტრენინგები
LC HUB (Legal & Compliance Hub) ეხმარება VASP-ებსა და ფინტეკ კომპანიებს:
- ტრანზაქციების მონიტორინგისა და საფულის რისკის შეფასების პროცედურების შემუშავებაში;
- გაძლიერებული შესწავლის (EDD) პროცესების დანერგვაში;
- AML/CFT ჩარჩოს შექმნასა და სებ-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაში;
- სასერტიფიკატო AML ტრენინგებში, მათ შორის VASP-ებზე მორგებულ მასტერკლასში.
📞 დაგვიკავშირდით: +995 551 51 93 39

