
სიახლეები

ფინანსური დანაშაული ციფრულ ეპოქაში: VASP-ების რეგულირება საქართველოში
ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასა და კრიპტოაქტივების პოპულარობის ზრდასთან ერთად სულ უფრო რთული და დახვეწილი ხდება ფინანსური დანაშაულის სქემებიც. ციფრული აქტივების სისწრაფე, ტრანსსასაზღვრო ბუნება და ფსევდო-ანონიმურობა თაღლითებისა და კრიმინალური ჯგუფებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის: ფულის გათეთრებას, ტერორიზმის დაფინანსებას, სანქციების გვერდის ავლასა და სხვადასხვა სახის თაღლითობას. სწორედ ამიტომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) სისტემები მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ახალ რისკებს ფეხს უწყობდეს.

AML Check: როგორ მოწმდება მომხმარებელი და კონკრეტულად რას ამოწმებენ?
ბევრი მომხმარებელი, რომელიც კრიპტო ბირჟაზე ან სხვა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერთან (VASP) რეგისტრირდება, აწყდება AML შემოწმებას და ხშირად ფიქრობს, რომ ეს ზედმეტი ბიუროკრატიაა. სინამდვილეში, AML Check ფინანსური სისტემის დაცვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა ეტაპებისგან შედგება შემოწმება და რატომ არის ის მომხმარებლის ინტერესებშიც. „რეალურად ამ პროცესის მიზანი მომხმარებლის დაცვაა და არა მისთვის ხელის შეშლა.” — თამარ რატიანიძე, CAMS, LC HUB-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

KYC და AML: რა განსხვავებაა და რატომ შეიძლება KYC-ის გავლის შემდეგაც შეჩერდეს ტრანზაქცია?
მომხმარებლების ხშირი კითხვაა: „ვერიფიკაცია უკვე გავიარე, რატომ შემიჩერეს ტრანზაქცია?” პასუხი KYC-სა და AML-ს შორის კავშირშია. ეს ორი ცნება ხშირად სინონიმად გამოიყენება, თუმცა სინამდვილეში KYC AML სისტემის ნაწილი და მისი საწყისი ეტაპია. „KYC AML პროცესების განუყოფელი ნაწილია. KYC პროცედურების გავლა AML პროცესების განხორციელების წინაპირობაა. KYC პროცედურით კლიენტისგან მოვიპოვებთ ინფორმაციას მისი ვინაობის, შემოსავლების და ფინანსური პროფილის შესახებ, ხოლო AML უკვე ამ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აფასებს კლიენტის საწყისი რისკის დონეს.” — თამარ რატიანიძე, CAMS, LC HUB-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

5 მთავარი გამოწვევა VASP და ფინტექ კომპანიებისთვის AML/CTF შესაბამისობაში

მზად არის თუ არა თქვენი AML სისტემა მარეგულირებლის ახალი მოთხოვნებისთვის?

